კახეთი. სათემო კავშირმა „ნუკრიანი" სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ ქალებს უმასპინძლა. პროექტის –„MOLI კახეთში" – ფარგლებში, „ნუკრიანი" განახორციელებს მინიპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრების ჩატარებას. შეხვედრების მიზანია გენდერულ აქტივობებთან დაკავშირებული მთავარი პრობლემების გამოვლენა, პრობლემების პრიორიტეტიზაცია, რათა შემუშავდეს ქალებზე ფოკუსირებული სამოქმედო გეგმა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში