თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მოუწოდებს საჯარო დაწესებულებებს „შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულებები და სასწრაფოდ დაამტკიცონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი".
„პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა შედგენილია იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობისა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ მთვარობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით და არ შემოიფარგლონ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც მათ გამჭვირვალობის ნაკლებ ვალდებულებას დააკისრებს, რასაც სამწუხაროდ უკვე ადგილი აქვს ქ. თბილისის საკრებულოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა ორგანოების მაგალითზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
წყარო:idfi.ge