თბილისი. 13 აგვისტოს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ადამიანის უფლებათა ცენტრმა „საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის" შედეგები წარუდგინა საზოგადოებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიამონიტორინგს ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის - „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).
პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი", „რუსთავი 2", „კავკასია", „მაესტრო" და „მე-9 არხი".
მედიამონიტორინგის მიზანია, მედიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური და პოლიტიკური რეკლამების გაშუქების ტენდენციების შესწავლა, ფარული პოლიტიკური რეკლამების გამოვლენა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით
რეკომენდაციების შემუშავება.