თბილისი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 23 სექტემბერს გამართავს სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციას.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი 2003 წლიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყოველწლიურად ახორციელებს რეგიონულ სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის საზოგადოებრივი და სხვა მომიჯნავე მეცნიერებების მიმართულებით. პროგრამის სტიპენდიატები (არა უმეტეს 35 წლისა) საკუთარ ქვეყნებში, ცხოვრების ადგილის მიხედვით, აწარმოებენ ინდივიდუალურ ინტერდისციპლინურ კვლევებს თანამედროვე ისტორიის, პოლიტიკის, გენდერის, კრიტიკული სოციოლოგიის და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
პრეზენტაცია გაიმართება 23 სექტემბერს
14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ–ს პირველი კორპუსი, 115 აუდიტორია).
18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია ლიგამუსში.
წყარო: ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში