თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ერთი წინ წინ, 2012 წლის 18 სექტემბერს, მედია საშუალებებით გავრცელებულ პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების, არაადამიანური მოყრობის ფაქტების გამოძიების საკითხებს ეხება.
„სამწუხაროდ, დღეს, კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, საზოგადოებას არ აქვს სრული სურათი ადამიანის უფლებათა იმ სისტემური დარღვევის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები არ არის გამჭვირვალე. საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ გამოძიებასთან დაკავშირებული რამდენიმე ზოგადი ინფორმაცია... მივმართავთ შესაბამის უწყებებს საზოგადოებას წარუდგინონ დეტალური ანგარიში სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების თაობაზე...", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში