კახეთი. მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, თელავის ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეები მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცნენ ამერიკულ კულტურას, ისაუბრეს მოხალისეობასა და აქტიურ მოქალაქეობაზე. მიმოიხილეს მშვიდობის კორპუსის მისია და ამერიკელი მოხალისეების როლი საქართველოში. ღონისძიება ორგანიზებულ იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში-თელავის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში