შიდა ქართლი. 21 სექტემბერს საზოგადოება „ბილიკი" უერთდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს. დღის აღსანიშნავად გორის მუნციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
11.30-12.00 საათი - სამოქალაქო კლუბების წევრების მშვიდობიანი მსვლელობა საზოგადოება „ბილიკიდან" გორის სახელმწიფო თეატრის ბაღამდე;
12.00-13.30 საათი - „შუადღის დუმილის წუთი" და საინფორმაციო აქცია „მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები". გორის თეატრის ბაღი;
13.30-14.00 საათი - გაეროს გენერალური მდივნის გზავნილის გავრცელება მოსახლეობაში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. გორის თეატრის ბაღი;
14.00-15.00 საათი - ნობელის პრემიის ლაურეანტების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია. საზოგადოება „ბილიკის" შეხვედრების დარბაზი.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში