მცხეთა–მთიანეთი. 9–20 სექტემბერს, გუდაურში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების დიალოგი გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო დონორ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. ამ საკითხებზე ორგანიზაციებმა ჯგუფებში იმუშავებს და პრეზენტაციები გამართეს. შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელიც დონორ ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტზე იმუშავებს.
ღონისძიება გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (CiDA) და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის" ჯგუფთაშორისი ქვე–ჯგუფის პარტნიორობით