იმერეთი. 20 სექტემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, პროექტში ჩართული ჭიათურისა და საჩხერეს სამიზნე სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო ღია კარის დღე. მონაწილეები გაეცვნენ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსის პირობებს, გაიარეს კონსულტაციები საპროექტო წინადადებების მომზადების შესახებ. ასევე გაეცვნენ პროგრამის წლის სამუშაო გეგმის პრიორიტეტებს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე. შეხვედრას საჯარო სკოლების 12 წარმომადგენელი ესწრებოდა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში