შიდა ქართლი. საზოგადოება ,,ბოლიკი” მშვიდობის საერთშორისო დღეს შეუერთდა და სამოქალაქო კლუბების წევრების ორგანიზებით გორის დრამატული თეატრის ეზოში აქცია გამართა. ღონისძიების დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მშვიდობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. სამოქალაქო კლუბის წევრებმა მშვიდობის დარგში მინიჭებული ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს. ამის შემდგომ მსვლელობა მოაწყეს ქალაქის ქუჩებში და გაეროს გენერალური მდივნის გზავნილი, მისალოცი ბარათები და თეთრი ბუშტები დაარიგეს. აქციის დასასრულს შეკრებილები დემოკრატიის სკოლაში თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის ,,ომის ნაკვალევი” ჩვენებას დაესწრნენ, რომელსაც ასევეგორის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში