ქვემო ქართლი. ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია 19 და 20 სექტემბერს მარნეულში ახალგაზრდებს შეხვდა. პირველ სამუშაო დღეს წაიკითხეს ლექცია თემებზე: ქართული კონსტიტუიონალიზმის ისტორია, კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ადგილობრივი თვითმართველობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და სხვა. მეორე დღეს გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელიც შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესს. მარნეულელი ახალგაზრდების მიირ გამოითქვა მრავალი მოსაზრება რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აისახება პროექტის ფინალურ ეტაპზე მომზადებულ სარეკომენდაციო დოკუმენტში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში