იმერეთი. 20 სექტემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზება გაუკეთდა სასწავლო ვიზიტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები გაცნობოდნენ სააპელაციო სასამართლოს ფუნქციებს და მნიშნელობას. სასამართლოში ახალგაზრდებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, გაეცვნენ სასამართლოში მიმდინარე რეფორმებს. სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში