en
ge

ახალგაზრდული პარლამენტის შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში

თბილისი. 20 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ევროპის მოხალისეთა სერვისის (European Voluntary Service) მოხალისეები, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ცენტრის თანამშრომლებმა თავიანთ საქმიანობაზე, პროექტებსა და მიზნებზე დაწვრილებით ისაუბრეს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ახალგაზრდული პარლამენტის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობამ, მათ მიერ დღემდე განხორციელებულმა და სამომავლო პროექტებმა. საუბარი შეეხო მოხალისეობის განვითარების საკითხსაც. 
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობის სამსახურის სპეციალისტმა პარლამენტარებს ცენტრის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023