en
ge

მშვიდობის საერთაშორისო დღე ბათუმში

აჭარა. 21 სექტემბერს „ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში" მშვიდობის საერთაშორისო დღე სამოქალაქო აქტივობით აღინიშნა. ახალგაზრდებმა მოაწყეს „მშვიდობის კედელი" სადაც ყველა მსურველს შეეძლო მშვიდობასთან დაკავშირებით თავისი სურვილები და ასოციაციები დაეწერა. ამას გარდა ყველა გამვლელს დაურიგდა ბუშტები და მისალოცი ბარათები. აქტივობის ბოლოს იმსჯელეს და გაიხსენეს მსოფლიოში მომხდარი ფაქტები, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ყველაზე ცნობილი 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტი, ისაუბრეს აგრეთვე სამანტა სმიტის მაგალითზე, რომელიც მშვიდობის დესპანის სახელითაა ცნობილი. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)