კახეთი. სოფელ მაღაროში, ბოდბესა და ქვემო მაჩხაანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა -„სამოქალაქო ინიციატივამ" და სათემო კავშირმა „ნუკრიანმა". შეხვედრებზე გაიმართა პროექტის – „ინტერაქცია თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ინტერენტ სამოქალაქო ჩართულობის გზით" – პრეზენტაცია, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოკლედ გააცნეს კონკრეტული თემის მკვიდრებს მათი როლის, უფლებების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია, რაც შესაძლოა დაეხმაროთ სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში.
წყარო: „ჩემი სოფელის" გვერდი სოციალურ ქსელში