en
ge

თანატოლთა ტრენინგი სოფელ ერგეში

აჭარა. 22 სექტემბერს, „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის" წევრებმა სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი ეხებოდა თემებს: ადამიანის უფლებებს, ტოლერანტობას, დისკრიმინაცია. თანატოლგანმანათლებლებმა ისაუბრეს ჰოლოკოსტის და ანა ფრანკის მაგალითზე, გარდა ამისა გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. ტრენინგი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გაცნობიერებას აღნიშნულ თემებზე, მათ გარშემო არსებული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.
აქტივობა განხორციელდა პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" –ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)