თბილისი. 22 სექტემბერს. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრსა" და „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს" შორის ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი" პროექტის – „დაკვირვება დემოკრატიისა და განვითარებისათვის" – ფარგლებში, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" მანდატით განახორციელებს წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის მონიტორინგს ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქებში. პროექტი მხარდაჭერილია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.
წყარო:სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში