en
ge

ღონისძიება კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში

თბილისი. 22 სექტემბერს, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნა. ბავშვთა სახლში 26 აღსაზრდელია. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „კოჯრის ახალგაზრდულმა ასოციაციამ" შეაკეთა და ტექნიკურად აღჭურვა სავარჯიშო დარბაზი, დაიდგა ტრენაჟორები, მოწვეულნი არიან სპეციალისტები, რომლებიც 3 თვის მანძილზე სხვადასხვა ასაკის ბავშვს სათანადო მასაჟებს უტარებენ. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის გაიმართა მცირე თეატრალური წარმოდგენა „ჩვენი თეატრის" მსახიობების მონაწილეობით. ღონისძიების ბოლოს პატარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023