თბილისი. 20 სექტემბერს საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციების განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილებით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. ამასთანავე, წარმოადგინეს, საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის მიერ ჩატარებული, ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები.
წყარო:gyla.ge