კახეთი. თელავის განათლებისა განვითარების და დასაქმების ცენტრმა, სამოქალაქო განათლების და პედაგოგოთა გადამზადების პროექტის ფარგლებში, შუამთის მონასტერთან არსებულ საპიკნიკე ზონაში, დასუფთავების აქცია მოაწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კახეთის სხვადასხვა სკოლიდან შერჩეული, სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები. ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახლაგაზრდობის სამსახურის თანამშრომლები.
მერი პაპუნაშვილი, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი:
„მოსწავლეებთან ერთად ვასუფთავებთ შუამთის მონასტერის მიმდებარე დანაგვინებულ ადგილებს. ვფიქრობთ, ეს აქტივობა ხელს შეუწყობს ამ ადგილის პოპულარიზაციასაც."
ნატალია ბეჟანიშვილი, წინანდლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი: „ვთვლი, რომ ეს მცირე აქტივობა ხელს შეუწყობს ბუნების დაცვას. კარგი იქნება, ყველამ გააცნობიეროს მათ მიერ გადაგდებული 1 პოლიეთილენის პარკის დაშლას, რომ ბუნებაში 800 წელი ჭირდება".