en
ge

ფიროსმანის მუზეუმში გამოფენა „1910-30-იანი წლების ქართული მოდერნიზმი“ გაიხსნა

კახეთი. 23 სექტემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმში გამოფენა ,,1910-30-იანი წლების ქართული მოდერნიზმი” გაიხსნა.
ექსპოზიცია 2009 წელს ნიუ-იორკში კეისი კაპლანის გალერეაში შვეიცარიელი კურატორის, დანიელ ბაუმანის და მისი ქართველი კოლეგების, ნანა ყიფიანის, მზია ჩიხრაძისა და თეა ტაბატაძის მიერ განხორციელებული გამოფენის - ,,ფანტასტიკური სამიკიტნო”. თბილისური ავანგარდის" მასალებზე, პროექტ - „იპოვე შენი ფიროსმანის" ფარგლებში მომზადდა.
„იპოვე შენი ფიროსმანი" „სამხრეთ კავკასიის ხელოვნების და კულტურის რეგიონალური პროგრამის" ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა SDC და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
გამოფენა 9 ნოემბერს დაიხურება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)