en
ge

საქმიანობათა ცენტრი ხანდაზმულებისა და ახალგაზრდებისათვის ყვარელში

კახეთი. 20 სექტემბერს, ხანდაზმულებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი, სოციალურ საქმიანობათა ცენტრი გაიხსნა.
სოციალურ საქმიანობათა ცენტრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პარტნიორებმა: ევროკავშირი, დანიის წითელი ჯვარი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ქალაქ ყვარლის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გაიმართა თელავისა და ლაგოდეხის თემების საჭიროებათა კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც წარმოდგენილ იქნა თანამონაწილეობითი კვლევის ჯგუფის მიერ. კვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ გაიმართა განხილვა და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში, კვლევის ჯგუფს, პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის. განხილვას 40-მდე მოწვეული პირი ესწრებოდა.
წყარო: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)