თბილისი. 26 სექტემბერს, ევროპის სახლი და შვედეთის საელჩო საქართველოში შვედეთის დღეებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უმასპინძლებენ. ევროპის სახლში გაიმართება შვედი მწერლისა და ილუსტრატორის, სვენ ნურდკვისტის წიგნების „ნადირობა მელაზე" და „მაჭკატების ტორტის" თარგმანების პრეზენტაცია; შვედი და ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, ფოტო და ვიდეოხელოვანების ჯგუფური გამოფენა INTRACONNECTIVITY; ასევე შვედური ელექტრო-პოპ ჯგუფის Tikkle Me კონცერტი.
წყარო:ევროპის სახლის გვერდი სოციალურ ქსელში