თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს შეხვდნენ. დიალოგის მთავარი თემები იყო: აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის შეჯამება; ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების საკითხი; ევროკავშირის სტანდარტიზაციის პროცესის მნიშვნელობა; საქართველოსთან მიმართებით პრორუსული და ევროპული პოლიტიკის შეჯერება, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს მიმართ პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულება, ქვეყნის საშინაო პოლიტიკის შესაბამისობა საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებთან, ევროკავშირსა და ნატო – საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ახალი ხელისუფლების პირობებში გაწეული საქმიანობის შესახებ და ა.შ.
პროექტის ფარგლებში, ეს ორგანიზაციის მიერ გამართული მესამე შეხვედრა იყო.