სამეგრელო. ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" წევრებმა ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის უფროსკლასებისთვის გამართეს ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" საქმიანობის პრეზენტაცია. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის გაეცნოთ და მიეწოდებინათ ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ, რათა მომავალში მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა ცენტრის სამოქალაქო აქტივობებში. ბევრმა მოსწავლემ უკვე გამოთქვა სურვილი ჩაერთოს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობაში. პრეზენტაციები ზუგდიდის სხვადასხვა კოლებში გაგრძელდება.
შეხვედრები იმართება ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში