აჭარა. 24 სექტემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ერთად აღმოვფხვრათ სიძულვილის ენა". შეხვედრის მიზანი მაისი-ივნისის თვეებში ექსპერტთა ფართო ჩართულობით შემუშავებული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებათა პაკეტის გაცნიბა იყო. რეკომენდაციებში ასახულია ის ძირითადი მიმართულებები, რომლითაც სასურველია იხელმძღვანელონ პოლიტიკურმა პარტიებმა, საჯარო დაწესებულებებმა, მედია ორგანიზაციებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ისევე როგორც რიგითმა მოქალაქეებმა.