თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა მოსაზრებები „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. „EMC-ის შეფასებით, კანონპროექტის მიღებამდე მნიშვნელოვანია, ინიციატორმა სათანადოდ დაასაბუთოს პოლიციის პრევენციული უფლებამოსილებების გაზრდის საჭიროება და მიზანშეწონილობა. ასევე, სისტემურად იქნეს შეფასებული და დაგეგმილი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებების გაფართოების პარალელურად კონტროლის ადეკვატური მექანიზმების შექმნის საკითხი", აღნიშნულია გამოქვეყნებულ მოსაზრებებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში