თბილისი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, პროექტის „50 ქალი საქართველოდან" – ფარგლებში გეგმავს საღამოს – „ორმოცდაათი ფემინისტის მანიფესტი".
ლიტერატურული საღამოზე ცნობილი ქართველი ქალების „უცნობ" ტექსტებს წაიკითხავენ ლელა გაფრინდაშვილი, ეკა აღდგომელაშვილი, დათო გაბუნია. ასევე ქალი პოეტების ლექსებს წაიკითხავენ: შოთა იათაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, პაატა შამუგია, ირაკლი კაკაბაძე, ალექს ჩიღვინაძე, გიორგი კეკელიძე. საღამოზე ნაჩვენები იქნება ნუცა ღოღობერიძის ფილმი „ბუბა".
ლიტერატურული საღამო გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში (მაჩაბლის 13). ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბიოლის ფონდი და მწერალთა სახლი
წყარო: ბიოლის ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში