en
ge

ზუგდიდელი ახალგაზრდების საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე „დეამ“ შეხვედრა გამართა

სამეგრელო. ზუგდიდში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციამ „დეამ" „ადგილობრივ თვითმმართველობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდების პრობლემებზე. მათი თქმით, სათანადო განათლება ბევრისთვის დღემდე ხელმიუწვდომელია მაღალი გადასახადების, უნივერსიტეტებში საჭირო წიგნების სიმწირის მიზეზით. ასევე დაბალია უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში თვითმმართველობების დონე, არც ინფრასტრუქტურაა შესაბამისად მოწყობილი განსხვავებული შესაძლებლობების პირთა საჭიროებების შესაბამისად, არ ფუნქციონირებს სტუდენტური საცხოვრებლებიც. ასოციაცია „დეას" აღმასრულებელმა დირექტორმა, მადონა ხარებავამ ისაუბრა სტუდენტური სესხების საქართველოში იმ სახით შემოღების თაობაზე, როგორც ეს არაერთ განვითარებულ ქვეყანაშია, რომლის შედეგად ახალგაზრდები უპროცენტო, გრძელვადიანი მომსახურებით ისარგებლებენ. მისივე თქმით, უნივერსიტეტებმა სწავლების პროცესში ასევე უნდა იხელმძღვანელონ თანამედროვე ტექნოლოგიებით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯანდაცვის, დასაქმების პრობლემები, ამასთან კულტურულ-ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)