en
ge

„თაობათა დიალოგმა“ პროექტების პრეზენტაცია გამართა

იმერეთი. სამეცნიერო ინტელექტუალურმა კლუბმა, „თაობათა დიალოგმა", 24 სექტემბერს პროექტების „Last Call”–ისა და „ANTI BET”-ის პრეზენტაცია, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, „Last Call”-ის ფარგლებში შექმნილია საკონსულტაციო ცხელი ხაზი, სადაც არასრულწლოვნებს, მათ მშობლებსა და მეგობრებს შუძლიათ დარეკონ და მიიღონ უფასოდ იურიდიული, ფსიქოლოგიური, ასევე პედაგოგიური დახმარება. რაც შეეხება მეორე პროექტს, „ANTI BET” - ეს არის აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია, რომელიც „თაობათა დიალოგმა" რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო სოციალური კვლევა, რომელიც ორგანიზაციამ საჯარო სკოლების დახმარებით, 18 წლამდე მოზარდებში ჩაატარა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გაერკვია, თუ რა სიტუაციაა სკოლებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების კუთხით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023