თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის – „გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით" – ფარგლებში 24 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა. კოალიციის „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის" წევრები პრემიერ მინისტრის თანაშემწეს ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, თამარ ჩუგოშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრის მრჩეველს გენდერის საკითხებში, კახაბერ ცეცხლაძეს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველს გენდერულ საკითხებში, მანანა ილურიძეს შეხვდნენ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში