en
ge

ცენტრმა „აფხაზეთმა“ პირობით მსაჯვრდებულთათვის ახალი პროექტები დაიწყო

შიდა ქართლი. სექტემბრის თვეში საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით შიდა ქართლის რეგიონში დაიწყო ორი პროექტის განხორციელება. „პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის" და „პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დანაშაულის პრევენციის მხარდამჭერი პროგრამა".
პირველი პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია სპეციალური „აღდგენითი" პროგრამის და ფსიქოლოგთან ინდივიდუალური კონსულტაციების გზით. პროექტი 4 თვიანია და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ნებეფიციარი, რომლებიც შერჩეულნი იქნებიან პრობაციის ბიუროს სოციალური სამსახურის მიერ. 
მეორე პროექტი, რომელის მიზანიც არის დანაშაულის პრევენცია და პირობით მსჯავრდებულთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, მიზნად ისახავს ბენეფიციართა დასაქმებიბს ხელშეწყობას. ოთხთვიანი პროექტის ფარგლებში 40 პრობაციონერი შეიძენს მეორად პროფესიას სახლემწიფო კოლეჯ „განთიადში" ორი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც აიღებენ სერტიფიკატებს. მათგან ყველაზე წარმატებულებს ცენტრი „აფხაზეთი" საჩუქრად გადასცემს სამუშაო იარაღებს.
ორივე პროექტის მონაწილეებს პროექტის ფარგლებში ჩაუტარდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესის ტრენინგები, რამდენადაც მავნე ჩვევები აქტუალურია ზოგადად საქართველოში და განსაკუთრებით ამ სამიზნე ჯგუფში. ასევე დამატებით მონაწილეები გაივლიან სამუშაოს მოძიების ტრენინგებს, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური კომპეტენციის ამაღლებას და შესაბამისად გაზრდის დამოუკიდებლად სამსახურის მოძიების ალბათობას.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)