თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) პროკურატურას გაუგზავნა განცხადება, რომელშიც სოფელი ჭელას მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის დროს პოლიციის მიერ „აშკარად არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე" გამოძიების დაწყება მოითხოვა. „განცხადების პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების, ისევე როგორც მისი თანამშრომლების მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე უარი განაცხადა. შსს-ს შეფასებით, პოლიციის მუშაკების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები არ დგინდება, რადგან ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით, პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით წინააღმდეგობის გაწევის დროს".
EMC მიიჩნევს, რომ შსს-ს აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია და პროკურატურას დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას სთხოვს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში