en
ge

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა ქუთაისში

იმერეთი. ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური საკონკურსო პროგრამების განხორციელებას იწყებს, რომლის პრეზენტაციაც, 25 სექტემბერს,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.
კონკურსში მონაწილეობისთვის გამოყოფილია რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება: ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არაფორმალური განათლება (ტრენინგ-სემინარები), ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და  სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დახმარება-ინტეგრაცია.
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის სამსახური  აღნიშნულ ინიციატივას 50 000 ლარს მოახმარს. 
როგორც ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტების ფორმა შეზღუდული არ არის, თუმცა აუცილებელია ბიუჯეტის დეტალურად წარდგენა. 
პროექტების მიღება 26 სექტემბერს დაიწყება და 9 ოქტომბრამდე გასტანს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)