შიდა ქართლი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", პროექტის -„ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში ცდილობს საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს შიდა ქართლის რეგიონში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
თანამშრომლობის კარგი მაგალითია 2013 წლის 24 სექტემბერს „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის" ოფისში გამართული ორმხრივი შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა მოსაზრებების და გამოცდილების გაზიარება ცენტრ „აფხაზეთსა" და „ქარლოსს" შორის ახალგაზრდებისა და მოზარდი თაობების პრობლემების ირგვლივ. ასევე საუბარი წარიმართა ახალგაზრდა თაობის როლზე კონფლიქტების მოგვარებასა მშვიდობის მშენებლობაში.
შეხვედრის ბოლოს მეგობრობის ხიდი - ქართლოსის წარმომადგენელმა ცენტრ „აფხაზეთს" გადასცა მეთოდოლოგიური მასალა მასწავლებლებისათვის - ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილის როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია კომპაქტ დისკის სახით.
აღნიშნული მასალა გადაეცემათ ცენტრ „აფხაზეთის" მიერ გორის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდულ კლუბებს.