en
ge

ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიალოგი

აჭარა. 26 სექტემბერს, ბათუმის პრეს–კაფეში, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით გაიმართა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა თემაზე: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება. შეხვედრის მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობის შესახებ დისკუსიის გაგრძელება იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიების საჭიროებასა და, მეორეს მხრივ, მედიის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტორის, როლზე. შეხვედრაზე აჩვენეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მომზადებული საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები, სადაც ასახულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთაშორისო ასამბლეამ დაამტკიცა და რომელთაც „სტამბულის პრინციპები" ეწოდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023