თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა – „პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი – თბილისის საკრებულოსთვის" – გამოაქვეყნა. „სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღეს უკვე არსებობს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შემუშავებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, ქალაქ თბილისის საკრებულოსთვის სავალდებულო დოკუმენტი მის ძალზედ შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
წყარო: opendatablog.wordpress.com