en
ge

პორტალის პრეზენტაცია

იმერეთი. 16 აგვისტოს ქუთაისის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" საარჩევნო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. იგი წარმოადგენს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „საერთაშორისო გამჭვირვაობა - საქართველოს" ერთობლივ ინიციატივას. ვებ-გვერდის მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის  ინფორმაციის მიწოდება. წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ აღნიშნული ორგანიზაციები არჩევნების პორტალზე განათავსებენ ინფორმაციას, მათ მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების შესახებ, ინციდენტების რუკაზე.
გარდა ამისა, არჩევნების პორტალი electionsportal.ge  საშუალებას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს ,თავად განათავსოს ინფორმაცია საარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ. პორტალთან ერთად მუშაობს უფასო ცხელი ხაზი, SMS ნომერი 2500, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი მობილური ქსელიდან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)