თბილისი. 26 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2013 წლის 2-15 სექტემბრის პერიოდში ჩატარებული წინასაარჩევნო მოდიამონიტორნიგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ქარტია 2 სექტემბრიდან „მემო 98"-თან ერთად აკვირდება ექვს სატელევიზიო არხს, კვლევაში ჩართული მონიტორები მედიის საშუალებების საქმიანობაში - ბალანსს, სიზუსტეს, თემატიკის შერჩევას, სიძულვილის ენასა და სიუჟეტების რიგითობას აკვირდებოდნენ. გარდა ამისა, კვლევაში მოხვდა თითოეული კანდიდატისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დათმობილი დროის ანალიზი. პროექტის ფარგლებში „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" სულ 3 შუალედურ ანგარშსა და ერთი საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს, სადაც შეტანილი იქნება რჩევები და რეკომენდაციები მონიტორნიგში მონაწილე მედიასაშუალებებისათვის.
წყარო: qartia.org.ge