სამეგრელო. 26 სექტემბერს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრ „ორტუსის" წევრებმა ირაკლი თაკალანძემ და გვანცა თოდუამ ზუგდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებოსთვის ახალგაზრდული ცენტრი „ორტუსის" პრეზენტაცია ჩაატარეს. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის გაგვეცნო, და ინფორმაცია მიგვეწოდებინა ცენტრის შესახებ, რათა შემდგომში ისინი ჩართულიყვენენ ცენტის სამოქალაქო საქმიანობებში.
პრეზენტაცია ჩატარდა პროექტ – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოშის" – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში