სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრები სხვილისის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მათ ბიბლიოთეკას ქართულენოვანი კუთხის განახლებისათვის, საჩუქრად, სხვადასხვა შინაარსის წიგნები გადასცეს.
გარდა ამისა, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობას და სურვილის შემთხვევაში გამხდარიყვნენ პროექტის მონაწილეები.
ღონისძიება განხორციელდა პროექტ „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში