აჭარა. 26 სექტემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით ბათუმის პრესკაფეში სტუდენტური დისკუსია გაიმართა – „ქვაფენილის ქვეშ პლაჟია", ანუ არიან თუ არა ახალგაზრდები აქტიურები, უჭირთ თუ არა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და აქვთ თუ არა გაცნობიერებული სტუდენტბს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დისკუსიის არაერთი მწვავე საკითხი გამოიკვეთა, ძირითადი აქცენტი საგანმანათლებლო კუთხით არსებულ საკითხებზე გაკეთდა.
დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია" – ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის" (NED) მხარდაჭერით.