კახეთი. 26 სექტემბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასათავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" ორგანიზებით საბჭოთა კავშირის ისტორიის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი ასახავდა სოციალისტური მმართველობის უარყოფით მხარეებს.
„ბოლო პერიოდში ძალზე აქტულური გახდა საბჭოთა კავშირის ისტორია. შეხვედრა ჩატარდა იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც საბჭოთა კავშირის რეალური ისტორია აინტერესებს. ნაჩვენები იყო ედვან შნორის ფილმი, რომელიც გადაღებულია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით", აღნიშნა შეხვედრის ორგანიზატორმა თამარ ლამაზოშვილმა
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.