თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა. „მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და იმ ფაქტისა, რომ ამ საკითხებს ბოლო პერიოდში არ დაუკარგავთ აქტუალობა, მათ ირგვლივ ისევ არსებობს გაურკვევლობა და პასუხგაუცემელი კითხვები. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, ერთი მხრივ, ცალკეული ჟურნალისტების უფლებების უხეში დარღვევა და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის ორგანოების არათანმიმდევრული პოლიტიკა, ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული მედიასაშუალების თავისუფლებას", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge