en
ge

მასტერკლასი სტუდენტებისთვის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში

თბილისი. 25 სექტემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩაატარეს მასტერკლასი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მასტერკლასს აგრეთვე ესწრებოდნენ პროექტის ფარგლებში ამოქმედებული იურიდიული განათლების ცენტრის სტაჟიორი-იურისტები. 
მასტერკლასზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს თემებზე: წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა (საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სტანდარტები), საპროცესო შეთანხმება, მედიაცია და განრიდება, შეურაცხადობა და არანებაყოფლობითი მკურნალობა. 
მასტერკლასი ჩატარდა პროექტის - „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის" ფარგლებში, რომელსაც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ახორციელებს წევრი ორგანიზაციების - ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მონაწილეობით. 
წყარო:ადამიანის უფლებათა სახლის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)