კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის საერთაშორისო პროექტის (TEMPUS – CIBELES) პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწავლო გეგმების შემუშავება გარემოს დაცვის სფეროს რეფორმის მიმართულებით ბოლონიის პროცესის საფუძველზე. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნულ პროექტში ჩართულია სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამით.
აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნიკოლოზ სულხანიშვილი: ,,ამ ეტპაზე უკვე დახვეწილია სატყეო საქმის კურიკულუმები და აქტიური ვთანამშრომლობთ პროექტში მონაწილე პარტნიორ უნივერსიტეტებთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის ფარგლებში სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ".