კახეთი. 26 სექტემბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ასოციაცია ჰერეთმა და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა ერთობლივი შეხვედრა გამართა სახელწოდებით ,,აღმოაჩინე შენი კახეთის ინეტერიერი და ექსტერიერი".
შეხვედრის მიზანი სოციალური დისკუსიის გამართვა და მოსახლეობისთვის ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება, აგრეთვე საგამოძიებო თემებთან დაკავშირებული ყველა მხარის ერთ სივრცეში მოწვევა და მწვავე საკითხებზე დისკუსია იყო.
შეხვედრის ნაწილი ორ საგამოძიებო სიუჟეტის, –,,მწყობრიდან გამოსული 53 ათას ლარიანი აბანო'' და ,,ჯანმრთელობისთვის საშიში წყალი'' – მიმოხილვას დაეთმო. საუბარი ასევე შეეხო თელავის რეაბილიტაციის პროექტსაც.
2013 წლის იანვრიდან საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ასოციაცია ,,ჰერეთი'' და სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთი'' ახორციელებენ ჟურნალისტური გამოძიების ციკლს თემაზე: ,,აღმოაჩინე შენი კახეთის ინტერიერი და ექსტერიერი''.