თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გამართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ჟიული შარტავას საფლავს, ხოლო შემდგომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალს. ორგანიზაციის წევრები აფხაზეთიდან თბილისში მცხოვრებ ეროვნებით აფხაზ ოჯახს შეხვდნენ და მათდამი თანადგომა გამოხატეს.
27 სექტემბერს „ახალგაზრდა ადვოკატები" სპეციალურ განცხადებასაც გაავრცელებენ, სადაც ომის ვეტერანებისთვის სოციალური შეღავათების დანიშვნაზე იქნება საუბარი.