თბილისი. 30 სექტემბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაიმართება კონფერენცია „ევრაზიული კავშირის საფრთხეები ევროინტეგრაციის გზაზე".
კონფერენციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციები გაავრცელებენ განცხადებას, „რომელიც პასუხობს რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებზე, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად", ნათქვამია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ვებგვერდზე.
წყარო: osgf.ge