სამეგრელო. 27 სექტემბერს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება – „ქარის მოტანილი წერილები".
ახალგაზრდებმა დაწერეს წერილები მათთვის სასურველ თემაზე, მოათავსეს კონვერტში და მიმოფანტეს სხვადასხვა ადგილას. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ყველა წერილი მისულიყო ადრესატამდე. ხოლო წერილები, რომლებსაც მკითხველი არ გამოუჩნდათ, სპეციალურად დამზადებულ წერილების ყუთში აღმოჩნდნენ, რომელიც შემდგე ახალგაზრდებმა წაიკითხეს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში